LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების შანსი სტუდენტებისთვის – რა უნდა იცოდეთ, რომ ბიზნესკომპანიაში მუშაობა დაიწყოთ

დასაქმების სააგენტო „ეიჩ არ ჯის“ მორიგი ფორუმი და კიდევ ერთი შესაძლებლობა დასაქმების მსურველებისთვის. როგორც „ბიზნესკურიერს“ „ეიჩ არ ჯის“ რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა, ზოგადად ფორუმი ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. მისი თქმით, ფორუმი მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება, მანამდე კი სტუდენტებს ყველა უნივერსიტეტში პრეზენტაციების სახით მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ უნდა მოემზადოს სტუნდეტი, რომ  მისი მონაწილეობა უფრო წარმატებული იყოს. სააგენტოში ამბობენ, რომ მიზანი მხოლოდ სტაჟირება არაა, არამედ მათი დასაქმება დამწყებ პოზიციებზე. „ბევრი ადამიანი დასაქმდა წინა ფორუმების შედეგად, მაგ. გასულ წელს საბანკო, საფინანსო სფეროში 500-მდე მეოთხეკურსელი დასაქმდა, ზოგმა სტაჟირების გარეშე დაიწყო მუშაობა. ასევე აქტიურად იყო წარმოების სექტორში მოთხოვნა“-აცხადებს შახბაზიანი

დასაქმების ფორუმის შესახებ ყველა ინფორმაცია აპრილიდან „ეიჩ არ ჯის“ საიტზე www.hr.ge დაიდება.