LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებულების პროტესტი ხელფასებთან დაკავშირებით-რა ინფორმაციას აქვეყნებს ბიზნესკატალოგი

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13.9%-ს შეადგენს. დასაქმებულთა რაოდენობა 1 706 600-ს აღემატება, ხოლო უმუშევართა რიცხვი 276 400-ია. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, ბიას მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შესაძლებელია, ვნახოთ ქვეყანაში არსებული იურიდული პირების გადანაწილება დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით.

როგორც კომპანიიდან „ბიზნესკურიერს“ აცნობეს, კომპანიების უდიდეს ნაწილს 73%-ს დასაქმებულთა რაოდენობა 1-დან 10-მდე უფიქსირდებათ, თუმცა მოიძებნება ორგანიზაციები, რომელთა დასაქმების მაჩვენებელი

5000-ს აღემატება. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნეს სექტორში ერთ კომპანიაზე საშუალოდ 30 დასაქმებული მოდის.

ასევე საინტერესოა დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული მაჩვენებელი 1106 ლარს აღწევს, თუმცა ბია გვაძლევს საშუალებას. აღნიშნული მონაცემები განვიხილოთ მენეჯერებისა და დაქირავებულების დონეზე.

„ბიას“ წარმომადგენელი სალომე პატარიძე ამბობს, რომ ბაზაში არსებული ორგანიზაციებიბის 58%-ს მენეჯერთა საშუალო ხელფასი 1000 ლარამდე უფიქსირდება, 15%-ს -1000-დან 3000-მდე, 1%-ს 3000-ზე მეტი, ხოლო 26% კონფედენციალურად ტოვებს ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ მენეჯერების ხელფასი დაქირავებულთა ხელფასს საშუალოდ 2.5-ჯერ აღემატება.  შესაბამისად, როგორც „ბიაში“ ამბობენ, არ არის გასაკვირი საზოგადოების მხრიდან დამსაქმებელთა მიმართ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტი.