LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისკრიმინაცია თუ ბიზნესკომპანიების მკაცრი მოთხოვნები? როგორ აფასებენ დასაქმების სააგენტოები ვაკანსიებში სქესის, ასაკის ან გარეგნული მახასიათებლების მითითებას?

დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, თუ წინა წლებში ვაკანსიების 20%-ში დამსაქმებლები მკაცრად ითხოვდნენ, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო 20-დან 25 წლამდე ასაკის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი ან მხოლოდ მამაკაცი, ახლა ასეთი ტიპის მოთხოვნები მხოლოდ საერთო ვაკანსიების 5%-ს შეადგენს. როგორც სააგენტოში ამბობენ, შესაძლოა, პრომოგოგონების შემთხვევაში დისკრიმინაციად არ ჩაითვალოს სასიამოვნო გარეგნობის, სქესის ან ასაკის მითითება. HR.GE-ის რეგიონალური მენეჯერი ამბობს, რომ თუ საუბარია ისეთ პოზიციაზე, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ასაკს და სქესს არ აქვს, მაშინ კომპანია დამსაქმებელს გარკვეულ რეკომენდაციას აძლევს, რომ ასეთი დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება არ გააკეთოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც დამსაქმებელი იღებს. რა უნდა იცოდეთ, სანამ კომპანიაში გასაუბრებას გაივლით და რა პოზიციებზეა ამ დროისთვის ვაკანსიები გამოცხადებული ?

 

 

 

 

გადაცემის ჩანაწერი