LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა საქართველოში პენსია

გადაცემის პირველ ბლოკში – რას ითვალისწინებს მთის კანონი, გაიზრდება თუ არა პენსია, შეცვლის თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე დავით საგანელიძეს უმრავლესობის ლიდერის პოსტზე – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „რაკურსში“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ბლოკში : შეცვლის თუ არა დავით ნარმანიას კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი სწორედ კალაძე იყო, თუმცა თავად კალაძეს „სხვა ამბიციები ჰქონდა და იგი ახლა ვიცე-პრემიერია“. დადგება თუ არა დღისწესრიგში ნარმანიას კალაძით ჩანაცვლება, მოისმინეთ გადაცემის პოდკასტი.

აუდიო ჩანაწერი: