LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი დათიაშვილი: “სიმღერა მივუძღვენი მამას, რომელიც გვერდით აღარ მყავს”

“დიდი პაუზა მქონდა. მიხარია ის, რომ დავბრუნდი ძველი სტილით და ძალიან კარგ სიმღერაზე ვიღებ ვიდეოს; მეორე ეტაპზე ვარ, გადაღების. ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ მსმენელს; ეს არის პირველი და ყველაზე სასიამოვნო დეტალი, ამ სიღერაში, რადგან ავტორია ვაჟა ტუღუში; არ ვეცადე იმას, რომ ვაჟას ჩემთვის ახალი სიმღერა დაეწერა. ალბათ ათი წლის წინანდელი სიმღერაა, რომელიც გადავარიმეიქ; მონაწილეობენ – ამირან დიასამიძე (კლავიში); ზვიად ბოლქვაძე მეხმარება სიმებში, რომელიც ამას გამაორკესტრებინებს; შაკო ღელეყვა (ბასი); ისეთი ხალხი შეიკრიბა გარშემო, რომ იყო უხერხული მომენტიც, როცა ვთქვი – გიო, ეს უნდა გამოვიდეს ძალიან კარგი იმიტომ, რომ როცა ასეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობ სხვა გზა არ გაქვს; თავად ვაჟა ტუღუშია სიმღერის “ისევ გეძებენ” ტექსტის ავტორიც; გავამხელ ერთ რაღაცას. ამ სიმღერით ვაჟა ქალს უმღერის. ჩემს შემთხვევაში, სიყვარულზე ვმღერი, მაგრამ მიმართულება შეიცვალა სიმღერამ და ქალი შეიცვალა ქარით; ქარი ხელოვანი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ქალიც, ბავშიც მეგობარიც, მამაც და დედაც; ეს სიმღერა მივუძღვენი მამას, რომელიც სამწუხაროდ გვერდით აღარ მყავს”; ფინალისკენ გავდივართ და მალე მზად იქნება კლიპი ; უნდა ჩავთვალო რომ მომავალი წლის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე “ოქროს ტალღა“განიხილება ეს სიმღერა; ეს ცერემონია ყველა მუსიკოსს აძლევს იმის სტიმულს, რომ შექმნა ახალი” – რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი დათიაშვილმა ახალი სიმღერისა და ამ სიმღერისთვის კლიპის გადაღების შესახებ ისაუბრა. ქართველი მომღერალი აღნიშნავს, რომ უამრავი გეგმა აქვს და აღარასდროს გაჩერდება.