LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია: „არ მინდა სკანდალები! დღეს ჩემი დაბადების დღეა!“

„ძალიან დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ვარ?!; ამაზეა დიდი ბედნიერება, როდესაც ადამიანს ახსოვხარ, დაბადების დღეს გილოცავს, დილა იწყება შენი საყვარელი ადამიანებით, ვინც გულით და სულით გილოცავს, ალბათ, არ არსებობს; ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს; მე ვარ ძალიან მდიდარი ადამიანი და ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე, ჩემი სამეგობრო და ხალხის სიყვარულია. ეს ჯობია ბევრ ლამაზ სახლსაც, ფულსაც და მანქანასაც. მე ვარ მდიდარი თქვენით, მეგობრებით; ჯერ არ შევსულვარ ფეისბუქზე და ზუსტად ვიცი, ბევრი მოლოცვა მექნება. ეს ყველაზე მეტად მახარებს; ამაზე დიდი საშუალება არ მომეცემა, როცა მთელ საქართველოს მივმართავ – დიდი სიყვარულით, თქვენთან ერთად და თქვენი სახელით იმიტომ, რომ დღემდე „ფორტუნა“ დიდი ოჯახის წევრად ვთვლი თავს, მინდა, 10 აგვისტოს, დაბადების დღე მივულოცო გია ყანჩელს, ზურა ყიფშიძეს, მაკა შალიკაშვილს და ანტონიო ბანდერასს, იქ, სადღაც, მარბეაზე, სადაც საკუთარ ვილაზე აღნიშნავს დაბადების დღეს; დიდი მადლობა დედიკოს, რომ ზუსტად ამ დღეს გამაჩნა, როცა ასეთი ადამიანები არიან დაბადებულები; კიდევ ერთს ვიტყვი, ბატონი გია ყანჩელიც, ბატონი ზურა ყიფშიძე და მაკა შალიკაშვილიც, ასევე, გველის წელში ვართ დაბადებულები და ლომის ზოდიაქოს თვეში, ერთ ჰოროსკოპი გვაქვს; სიურპრიზებით დაიწყო ჩემი დაბადების დღე და ახლაც, გათენდა და მთელი საქართველოს მასშტაბით მომილოცეთ ეს დღე; კარგი წელი უნდა მქონდეს; გპირდებით, ჩემი რადიომიმღები, როგორც ყოველთვის, ეს არ არის გამონაკლისი, მომართული იქნება 106.9-ზე“ – „ფორტუნას“ ეთერში ჟურნალისტმა ნიკა კაციამ, ასევე რადიო „ფორტუნას“ პირველი თაობის წამყვანს, ხატია შამუგიას დაბადების დღე მიულოცა. ხატიამ ემოციები ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია და ასაკის დამალვას აზრი არ აქვს.