მაგდა ვასაძე: “ძალიან ბევრი დამრჩა სათქმელი”

მაგდა ვასაძე: “ძალიან ბევრი დამრჩა სათქმელი”

“X ფაქტორის” კონკურსანტი მაგდა ვასაძე ელოდება როდის აუწეწავს თმას, აპლტოდისმენტების ქარი”

“ბევრი რამ გამომივლია. ბათუმში ვმუშაობდი, ჩამოვედი თბილისში, პროექტში ბოლომდე ვერ მივედი. ნახევარფინალიდან გამოვარდი და გული დამწყდა. კი ვმუშაობდი, ჩემი პროფესიით, ვიყავი “Goofy Land”-ში. ბევრი კონცერტი გვქონდა და დღესაც ვმღერი, ვიდრე ახალი ვოკალისტი რეპერტუარს ისწავლის. “X ფაქტორში” მისვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ არ მაკმაყოფილებს ერთ ადგილას ჯდომა; ოთხი წელია ბენდში ვარ და კიდევ უფრო მეტი მინდა. სოლო კარიერა უფრო მინდა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ძალიან ბევრი შემიძლია; არ მაქვს ამბიცია გამარჯვებაზე, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ვიმღერო და ვიდგე დიდ სცენაზე; დიდი სცენა ჩემთვის ყველაფერია. ზოგისთვის ადრენალინი კლდიდან გადახტომაა. ჩემთვის ადრენალინი ის აპლოდისმენტებია, რომლის ქარიც მიწეწავს თმას; კრიტიკასაც ველოდი. პატარა აღარ ვარ, მაგრამ მახსოვს, რომ ხალხს ძალიან შევუყვარდი “ვოისზე” და მეც მენატრება ისინი; მეგონა მეტი უარყოფითი კომენტარი იქნებოდა, მაგრამ 100 პროცენტიდან 95 დადებითი შინაარსის არის; ბევრი დაწერს, რომ არ უნდა მივსულიყავი პროექტში, უბრალოდ, კასტინგის მსვლელობის დროს ვუსმენდი ფრაზებს, რომლებშიც მეორდებოდა “შემდგარი და შეუმდგარი მომღერლები” და სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება; არ ვარ გამონაკლისი; ძალიან ბევრი დამრჩა სათქმელი; ექსპერიმენტებს არასდროს გავურბივარ; რამდენჯერმე შევიცვალე თმის ფერი და ბოლოს ის დავიტოვე, რაც ძალიან მომწონს; ყოველთვის სიახლეს ვეძებ და არ არის მისაღები, როცა ადამიანი ერთ ადგილას დგას; კი ვმუშაობ, ხელფასიც მაქვს, მაგრამ არ ვვითარდები და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მომღერალი უნდა განვითარდეს, ყველგან უნდა სცადოს ბედი და ​​რაც მთავარია ბევრი ცოდნა უნდა აიღოს; ბევრ და კარგ გამოსვლას ველოდები, ჩემსას და მაქსიმალურად მინდა, საკუთარი თავი წარმოვაჩინო; მომავალ გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მინდა ჩემი სიმღერა მქონდეს და საკუთარ სიმღერას ვასრულებდე ნებისმიერ სცენაზე; ვფიქრობ, რეპერტუარი მრავალფეროვანი იქნება და მაქსიმალურად მივყვები მენტორს; იმედი მაქვს, რომ ყველა დამიჭერს მხარს და ფინალამდე მივალ” – რადიო “ფორტუნას” ეთერში მომღერალმა მაგდა ვასაძემ საკუთარ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება მისულიყო მუსიკალურ პროექტში “X ფაქტორი”.

 

27 მარტი, 2017

სხვა ჩანაწერები