LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „პასკაში შემიძლია შევიტანო ჩემი ორნამენტები“

„აღდგომის ტრადიცია როგორც ყველა ოჯახში ისევე ჩემთან, არაფერი განსაკუთრებული – პასკა და წითელი კვერცხები; არასოდეს არ მიცდია ორნამენტებით გამეფორმებინა კვერცხი, არ მომწონს. თუ ტრადიციაა, გავაკეთოთ ისე, როგორც არის ტრადიცია. ვნერვიულობ, თუ არ გამოდის ისეთი ფერი როგორიც მინდა; პასკაში შემიძლია შევიტანო ჩემი „ორნამენტები“ იმიტომ, რომ მე ტიპიური პასკა არ მიყვარს. არ მიყვარს მიხაკი და დარიჩინი. შესაბამისად, პასკაში არ მიყვარს ეს გემო. არასოდეს გამიკეთებია პასკა მიუხედავად იმისა, რომ ცხობა კარგად გამომდის; ჩემი და აკეთებს იმდენად კარგს, რომ მე არ დამჭირვებია, რომ გამეკეთებინა. ჩემი და გვამარაგებს პასკებით. ქიშმიშზეც არ ვგიჟდები, მაგრამ ასატანია ქიშმიში. დარიჩინი არ უნდა იყოს, შეიძლება ცუკატებით და შაქრის პუდრა. ქიშმიშზეც არ ვგიჟდები, მაგრამ ასატანია ქიშმიში. კულინარიული მიმართულებით, არც მე და არც ტყუპები, ერთმანეთს გემოვნებაში არ ვემთხვევით და არც ტყუპები ემთხვევიან ერთმანეთს. დიდი პრობლემა გვაქვს, ორნი როცა არია, ერთს ერთი უყვარს, მეორეს სხვა. ერთი სადილით ვერ გამოვდივართ. ზუკას, თუ სალათის ფურცელი, მწვანილი, პომიდორი და კიტრი თუ აქვს, არაფერი არ უნდა. დათუნა შაურმის მონაა. არ ვარიდებ თავს არაფერს, ყველაფერს ვაგემოვნებ, ოღონდ ჩემი დოზა მაქვს“ – მაიკო კაჭკაჭიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში სააღდგომო ტრადიციების შესახებ ისაუბრა. მუსიკოსმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა აღნიშნა ისიც, რომ იგეგმება საავტორო კონცერტი, რომელზეც საკუთარ სიმღერებს, რომლებიც უკვე ჰიტებია, განსხვავებულად შეასრულებს.