LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ მამადაშვილი: “100 პროცენტით დარწმუნებული ვარ – მთელი ცხოვრება ვიმღერებ”

“იმედი მქონდა, მაგრამ არ მჯეროდა, რომ მოვიგებდი; ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის. სასწაული იყო; ის, რომ საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გავხდი, დიდი ემოცია იყო ჩემთვის და დიდი ბედნიერება, რომ ჩემი საქართველო, ჩემი ქვეყანა ვასახელე – მაგარი შეგრძნება იყო; ვნერვიულობდი, სანამ გავიდოდი სცენაზე. მაინტერესებდა რა მოხდებოდა. ყველა ვნერვიულობდით – ვინ მოიგებს, რა მოხდება; მე, უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, რომ კარგად მემღერა და არა მოგებაზე, მაგრამ გამარჯვებაზეც ვფიქრობდი; შესრულებით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასი პროცენტით ჩავდე სიმღერაში ის, რასაც ვგრძნობდი; სამი თვეა არ მინახავს დედა იმიტომ, რომ ამერიკაშია და მალე ჩვენც ჩავალთ იქ; უკვე 100 პროცენტით ვიცი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერას გავყვები; ახლა საახალწლო კონცერტისთვის ვემზადები და ორში, სამში და ოთხში, სპორტის სასახლეში ვიმღერებ” – მარიამ მამადაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში ევროფესტივალზე ისაუბრა; საბავშო ევროვიზიის გამარჯვებული დარწმუნებულია, რომ მთელი ცხოვრება იმღერებს და გულშემატკივრებს ახალი წლის დღეებში სპორტის სასახლეში ელოდება.

 

 

გადაცემსი ჩანაწერი