LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეჭიაურის ბლოკის საარჩევნო სიაში მისი შვილიც არის

„ლეიბორისტული პარტია“ და წინასაარჩევნო დაპირებები – საბანკო რეფორმა, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე კაზინოების აკრძალვა – მოახერხებენ თუ არა პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში დაპირებების შესრულებას, „რაკურსის“ პირველ ბლოკში პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ ისაუბრა.

თამაზ მეჭიაურმა პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას და აქვთ თუ არა კონკრეტული გეგმა; რატომ არის პარტია ლოიალურად განწყობილი რუსეთის მიმართ და აპირებენ თუ არა, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, რომელიმე სხვა პარტიასთან თანამშრომლობას. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, საარჩევნო სიაში თამაზ მეჭიაურის შვილიც არის –  ამ და სხვა თემების შესახებ „რაკურსის“ ეთერში „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ისაუბრა.

გადაცემის ჩანაწერი