LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნია წივწივაძე: „ძალიან მიყვარს და ჩემი საფირმო გოზინაყი მაქვს“

„ჩემთვის ახალი წელი ყველაზე განსაკუთრებული დღესასწაულია და  ყოველ წელს ისე ვემზადები როგორც ბავშვობაში; წელსაც, უკვე დავდგი ნაძვის ხე. სახლიც მოვრთე; ძალიან მიხარია; წელს ავისრულე ოცნება და ვიყავი პრაღაში, რომელიც გამორჩეული ქალაქია. ისეთი ლამაზია, რომ იქ მივხვდი, როგორ მოვიდა და ჩემთვის უკვე დადგა ახალი წელი; მე და დედა, ყოველ წელს, სხვადასხვა ფერებში ვაწყობთ ხოლმე; წელს, გადავწყვიტეთ წითელ და ოქროსფერი ყოფილიყო, ნაძვის ხე; შარშან ლურჯ ფერებში გვქონდა; უფრო მეტად იმას ვითვალისწინებ, მე რა მომწონს; წელს ხომ ძაღლის წელიწადი მოდის და ვაპირებ ყვითელი ძაღლი შევიძინო; ძაღლი მყავს სახლში, მაგრამ ის შავია; ასტროლოგების რჩევას რაც ეხება – ყოველთვის ვეცნობი ჩემს ზოდიაქოზე ყველაფერს; წელს ჩემი წელი იყო, მამლის წელი და მგონი გაამართლა; ვნახოთ მომავალში რა იქნება. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და თან მამალი. წესით კარგი წელიწადი უნდა იყოს; კერძებს უმეტესად დედა ამზადებს, მაგრამ ყოველთვის ვეხმარები გოზინაყის გაკეთებაში. ძალიან მიყვარს და ჩემი საფირმო გოზინაყი მაქვს; უნდა იყოს, კარგი თაფლი და ნიგოზი;  პირველ იანვარს ყველა ერთად ვიკრიბებით და დედაჩემის გაკეთებულ ქართულ კერძებს ვაგემოვნებთ; სიურპრიზები მიყვარს; მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან ველოდები თვითონს რას მოიფიქრებენ; ოჯახის წევრების ერთმანეთს ყოველთვის ვჩუქნით საჩუქრებს; ბავშვობაში მამა გრანდიოზულ საჩუქრებს მიკეთებდა; ბარბის სახლი მაჩუქა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება; ეს ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა; პირველი სურვილი – მინდა, რომ განსაკუთრებულად კარგად მოვემზადო და მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა მის მსოფლიოზე“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნია წივწივაძემ საახალწლო ტრადიციებსა და სამზადისზე ისაუბრა. როგორც „მის საქართველო 2017“ აღნიშნავს, მისთვის ახალი წელი უკვე დადგა, ამზადებს საფირმო გოზინაყს და 2018 წლისთვის ნომერ პირველი სურვილი „მის მსოფლიოსთვის“ კარგად მომზადებაა და ისიც, რომ მაქსიმალურად კარგად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა.