LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი: “ტრამპმა, როგორც პიროვნებამ, დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა”

“მაშინ, როცა ფოტოს ვიღებდი, არ მოველოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გავიცნობდი და მექნებოდა ფოტო; ეს იყო ხუთი წლის წინ, ალბათ, როდესაც ტრამპი ჩამოვიდა ბათუმში; პიაცაზე გაიმართა პატარა კონცერტი, იქ ვმღეროდი და მაშინ გავიცანი ტრამპი; იყო წვეულება, რაღაცა ხდებოდა და იქაც მოვიდა ტრამპი; როდესაც მოვრჩი სიმღერას, ვესაუბრე; ხუთი წუთი ვილაპარაკეთ, ალბათ; ძალიან უშუალოა, ცეკვავდა კიდეც სიმღერებზე. ძალიან გაერთო, მოილხინა; დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა; ნატო დუმბაძე მირეკავს და მეუბნება, ჩქარა, სად არის შენი ფოტო, ტრამპტან ერთად; ძალიან გამიხარდა, რომ მე, ოდესღაც გადამიღია ფოტო ამერიკის მომავალ პრეზიდენტთან” – “ფორტუნას” ეთერში ნინი ბადურაშვილმა დონალდ ტრამპის გაცნობისა და ახალი კლიპის პრემიერის დეტალებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ნინი ფილმის გადაღებას ელოდება, რომელშიც მთავარ როლს მურატ ილდირიმთან ერთად მოირგებს.

14996438_10209735171469120_1899811668_n