LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თოლორდავა: “მზად ვარ იმისთვის, რომ მივიღო ეს გამოწვევა”

“გუშინ, ეთერის მეშვეობით, “კონტაქტში, 6 საათზე”, რომელიც ამ ეტაპზე იყო ბოლო სატელევიზიო ეთერი, საზოგადოებას სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რომელსაც ვგრძნობ, მადლობა გადავუხადე; ახალი გამოწვევების წინაშე დავდექი და მზად ვარ იმისთვის, რომ მივიღო ეს გამოწვევა – იმედს ვიტოვებ, რომ იქნება საინტერესო; მინდა დიდი სიყვარული გამოვხატო იმ გუნდის მიმართ, რომელთან ერთადაც მაესტროში ვიმუშავე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდი; ვიღებ კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ სად მივდივარ. საიდუმლო არ არის, უბრალოდ ახლა არ დავკონკრეტდები; ჩემთვის, მუშაობა ტელევიზიაში იყო ერთი დიდი სიამოვნება და მე არ მქონდა განცდა იმისა, რომ მე ვმუშაობ; დიდი გამოწვევები დავძლიე და დიდი პრობლემებიც; არ გამოვრიცხავ იმას, რომ წლების მერე კვლავ დავუბრუნდე იმ საქმეს, საიდანაც დღეს მივდივარ” – ჟურნალისტმა ნინო თოლორდავამ “ფორტუნას” ეთერში რამდენიმეწლიანი სატელევიზიო გამოცდილებისა და ახალი გამოწვევის შესახებ ისაუბრა.

 

გადაცემის ჩანაწერი