პაატა თედიაშვილი: “მიხარია, რომ “შესვლის” საკითხი აქტუალური გახდა – ჭკუიდან არ გადავსულვარ”

“საინტერესოა ყოველი დღე იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამას თავიდან აგრესიით, მაგრამ შემდეგ იუმორით უპასუხა; მიხარია, რომ “შესვლის” საკითხი აქტუალური გახდა იუმორის ჭრილში და ის, რომ თუ რაიმე კატაკლიზმები ხდება, ან მოხდება, ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდი ხანი დაუკავშირებენ პაატა თედიაშვილის სახელს. იუმორით შევხედე – მე რომ მეგონა, ყველაფერმა ჩაიარა, მიწისძვრამ კიდევ ერთხელ გაახსენა ხალხს “უნდა შემოვიდე ამაღამ შენში“, თუმცა დღესაც ძალიან დიდი წვიმა იყო და ამბობდნენ, რომ ცაში ვარ. იმხელა სიყვარულია საზოგადოების მხრიდან. მოდიან, იღიმიან, იღებენ ფოტოებს და თუ ადამიანებს შევუქმენი განწყობა, რომ გაიღიმონ, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. თავიდან, როცა ვიმღერე “ბინდისფერია სოფელი”, ყველა ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაცმა რატომ იმღერა ეს; ამ სიმღერამ რადიკალურად შეცვალა ყველაფერი და მიხარია, რომ ადამიანებს ეღიმებათ და მათთვის პოზიტივის გამღები ვარ; შევეგუე იმას, რომ არაერთგვაროვანია აზრი და მე ვფიქრობ, რომ გადავედით უკვე სხვა საფეხურზე, როცა ადამიანებს პაატა თედიაშვილის დანახვა უხარიათ; როცა სიმღერას ვასრულებ, ყველა მობილური ჩართულია, ყველა იღებს ვიდეოს, ან ეს არის პირდაპირი ჩართვები; როცა სიმღერა სტუდიაში გადავგზავნე, ჯერ უცნაური სმაილები მომივიდა და მერე მკითხეს, საღ აზრზე ხომ ხარო; ის რაც მოხდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა; მიხვდნენ, რომ ჭკუიდან არ გადავსულვარ და სულიერად ავადმყოფი არ ვარ; დიდი მოლოდინი იმისა, თუ რა იქნება შემდეგ. დავაანონსე ერთი სიმღერა, რომელიც მზადდება; მთავარია, კონტექსტით ახლოს ვიდგე წინა ნაწარმოებთან” – პაატა თედიაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში, იმ ემოციებსა და დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელიც მოჰყვა სიმღერას ტექსტით “უნდა შემოვიდე ამაღამ შენში” და ახალი სიმღერაც დააანონსა. შემსრულებლიმა აღნიშნა, რომ ახალი სიმღერის ტექსტი არის სათქმელი ახალგაზრდობისთვის – სირთულის შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ.