LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაძვირდა კვირის დასაწყისში ნავთობი?

“ადმირალ მარკეტსის” დირექტორი დავით წიქარიძე ამბობს, რომ ნავთობზე ფასის მატება ხანმოკლე იქნება, რადგან ერაყის მხრიდან წარმოების ზრდა ნავთობის გიაფებას ხელს შეუწყობს. წიქარიძე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა და კომერციული ბანკებისგან ლარის სესხება დღევანდელ სიტუაციაში არ უნდა მოხდეს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. მისი თქმით, დღევანდელ სიტუაციაში საბიუჯეტო ხარჯების შემცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 

 

 

 

გადაცემის ჩანაწერი