LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად, რამდენი ხნით და ზაფხულის რა პერიოდში ჯობია დასვენება

გადაცემის პირველ ბლოკში :

სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ელოდებიან, – როდის ჩამოყალიბდება საბოლოოდ ხელისუფლება, რა სახით დაეხმარებიან სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს – არის თუ არა სამართლიანი დაზარალებულების კატეგორიებად დაყოფა და მიიღებენ თუ არა დახმარებას სტიქიის ზონაში მდებარე საწარმოების მფლობელები – გადაცემა „რაკურსში“ აღნიშნულ თემებზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ბლოკში :

სად დავისვენოთ ზაფხულში, რამდენი დღეა საკმარისი მთაში და რამდენი ზღვაზე იმისთვის, რომ ორგანიზმმა სარგებელი მიიღოს. რა პერიოდში ჯობია ზღვის კურორტებზე სტუმრობა და არის თუ არა ივლისი ყველაზე რადიაციული პერიოდი-მოუსმინეთ კურორტოლოგ მანანა ტაბიძეს.

აუდიო ჩანაწერი