LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძე: “მე ვიქნები ნაძვის ხის ამწყობი გამოძახებით”

“ალექსანდრემ ნაძვის ხე უკვე დააგემოვნა; ყველაფერს პირში მიაქანებს, კბილების ამბავშია და უნდა, რომ ყველაფერს გემო გაუსინჯოს. ყველა სათამაშო გავრეცხე;იმედია, ვინმე არ გაიტაცებს ჩემს იდეას; მინდა, რომ ის ვიყო – აი, ხომ არის სანტა კლაუსი გამოძახებით, მე ვიქნები ნაძვის ხის ამწყობი გამოძახებით; შემიძლია კიდევ უფრო მაგარი რამე შევთავაზო, თუ ჩემი კლიენტები გახდებიან – გოზინაყსაც მოვუმზადებ; ნაძვის ხის სათამაშოები სხვა დროსაც რომ იყიდებოდეს, მაშინაც შევიძენდი – როგორ შეიძლება არ იყიდო; ორ ფერში ვაწყობდი ხოლმე და წელს ერთ ფერშიმოვრთე ნაძვის ხე; ჩვევაა, რომელიც მომყვება, თორმეტზე, განმარტოვების დროს, ვაყალიბებ წლის გეგმებს და იმ სურვილებს, რომელიც მინდა, რომ ამიხდეს; წინასწარ არაფერს ვწერ; რაც გულით გინდა, ყოველთვის ხდება; ახალ წელს თბილისიდან არ გავდივარ, მაგრამ არც ალესანდროა იმხელა, რომ ჩემთან ერთად შეხვდეს ახალ წელს” – რადიო “ფორტუნას” ეთერში სალომე ბაკურაძემ ისაუბრა, თუ როგორ უყვარს მას ახალი წელი და როგორ ემზადება დღესასწაულისთვის. ქართველმა მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ სურს იყოს “ნაძვის ხის ამწყობი, გამოძახებით”.

 

 

გადაცემის ჩანაწერი