LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ნინუა: „სულ ვოცნებობდი, რომ დილის გადაცემა წამეყვანა“

„ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო. რაღაცნაირად, უცებ, ისე მოხდა ყველაფერი, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. როდესაც „რუსთავი 2“-ის დილას ვუყურებდი, სულ ვოცნებობდი, რომ შეიძლებოდა ამ დილაში ვყოფილიყავი. ემოცია ჯერ არ ჩამცხრალა. კიდევ აგონიაში ვარ, მაგრამ ყველაფერი ხელში ავიღე და გავუმკლავდი. ძალიან საპასუხისმგებლოა, ეს ყველაფერი. შესანიშნავი კოლეგები მყავს, სახლში ვგრძნობ თავს და კომფორტულად ვარ. ესეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი ხანი იცნობ ადამიანს. შეიძლება ერთად ჯდომის გამოცდილებაც არ ჰქონდეთ წამყვანებს, მაგრამ იცნობდნენ ერთმანეთს, წლების განმავლობაში. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე გავიცანით ერთმანეთი. მოვემზადეთ და იქვე დაიბადა ეს ყველაფერი. ერთმანეთს იმდენად გავუგეთ, ოთხივე შევიკარით. მე, პირადად, მქონდა შეგრძნება, რომ წლებია ვიცნობ ამ ადამიანებს. ზუსტად ვიცი ამ წუთას სანდრო რას შეიძლება გრძნობდეს და ისიც ასეა. გაგვიმართლა ჰქვია ამას. ჩვენი მიზანია იყოს განსხვავებული იმ დილისგან და დაემსგავსოს მას. ეს არის უქმეები და იქნება ყველაფერი დოზირებულად“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სალომე ნინუამ ახალი სატელევიზიო გადაცემის შესახებ ისაუბრა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ თავს კომფორტულად გრძნობს. მისივე თქმით მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება. როგორც სალომე ამბობს, ის განიცდის, რომ თეატრის სცენაზე არ დგას, მაგრამ იმედი აქვს, რომ კარი, რომელიც ჩაკეტილია, გაიხსნება.