LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრის სტარტი დასაქმების ბაზარზე – რა ვაკანსიები აქვთ ბიზნესკომპანიებს

დასაქმების სააგენტოები ბიზნესკომპანიების აქტიურობაზე საუბრობენ. როგორც „ეიჩ არ ის“ რეგიონალურმა მენეჯერმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, მათ საკმაოდ კარგი პროგნოზები აქვთ. ინგა შახბაზიანი ამბობს, რომ აგვისტოს ბოლო 2 დღე განსაკუთრებით აქტიური იყო, რაც მისი თქმით, შვებულებების დასრულებას უკავშირდება. „კომპანიების გარდა, მომხმარებლებიც გააქტიურდნენ, რადგან ზაფხულში ისინიც პასიურობდნენ საიტზე შემოსვლის მხრივ. რაც შეეხება პროფესიებს, ზაფხულის ბოლოს უფრო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და საბანკო სექტორის ვაკანსიები ჭარბობდა, ახლაც გრძელდება ეს ტენდენცია, თუმცა დაემატა რითეილ სეგმენტი. ბიზნესკომპანიები , სავაჭრო ცენტრები მოლარე-ოპერატორებს და ზოგადად, მომსახურე პერსონალს ეძებენ. აქტიურობით გამოირჩევა რესტორნების სფეროც, რადგან საზღვაო კურორტების შემდეგ, მოთხოვნა ახლა ისევ თბილისი გაჩნდა.