LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა, რომელიც შობას ყველაზე ხშირად შესრულებულ ჰიტებს შორის მოხვდა

წელიწადის საუკეთესო დრო, შობა, თოვლი და მეგობრები – ეს სიტყვები ისმის სიმღერაში A holly jolly Christmas. მსოფლიოს მასშტაბით უკვე ცნობილი საშობაო სტანდარტი  ჯონი მარკსმა დაწერა.  კომპოზიტორი წარმოშობით ებრაელი იყო, თუმცა, მიიჩნევა, რომ საშობაო სიმღერების შექმნაში დახელოვნებული მუსიკოსი, ამერიკელია. ის ძირითადად სადღესასწაულო მელოდიებს წერდა და ოფიციალური მონაცემებით 40-მდე ნაწარმოების ავტორია.

სადღესასწაულო ნაწარმოები თავდაპირველად მსახიობმა ლერი დი მენმა იმღერა თუმცა, უძველესი ჩანაწერის პოვნა თითქმის შეუძლებელია. მოგვიანებით საშობაო სიმღერა სცენისა და ეკრანის ვარსკვლავმა, ფოლკლორით გატაცებულმა, ბერლ აივზმა ჩაწერა. ამბობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით აივზის ნამღერი a holly jolly Christmas  ყველაზე პოპულარულია. ამერიკელმა ხელოვანმა სიმღერა,  სამოციან წლებში, სადღესასწაულო ალბომისთვის ჩაწერა. ამ ვერსიის არანჟირება შედარებით მშვიდია და ყველაზე გავრცელებული სწორედ ეს ჩანაწერია.

ცნობილია, რომ სიმღერის ავტორს შობა განსაკუთრებულად უყვარდა და დღესასწაული მისთვის ბავშვობასთან, მხიარულებასა და ოჯახთან ასოცირდებოდა. სწორედ სასიამოვნო  მოგონებებსა და ემოციაზე გვიყვება კომპოზიტორი სიმღერაში  A holly jolly Christmas.  კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ, რომ  რელიგიური არაადეკვატურობის მიუხედავად, ჯონი სიმღერაში სახალისო საშობაო ისტორიებს ჰყვება. სიმღერების ნუსხა კი იმდენად დიდი  და შთამბეჭდავია, რომ მუსიკაში შეტანილი წვლილისთის ჯონი მარკსი კომპოზიტორთა დიდების დარბაზის წევრად  დაასახელეს.

სიმღერა სამოციან წლებში სინგლის სახით გამოიცა და ამერიკის მუსიკალურ ჩარტებში 30-ე, ბილბორდის სადღესასწაულო სიმღერების ასეულში კი მეხუთე ადგილი დაიკავა. საშობაო ჰიტებს შორის ის ერთ-ერთია, რომელიც დღესასწაულზე ყველაზე ხშირად შესრულებული სიმღერების 25-ეულში ზედიზედ ხუთჯერ მოხვდა.

მხიარულ სიმღერა თითქმის ყველა ქვეყანაში უცებ გავრცელდა. ცნობილი მომღერლების გარდა  A holly jolly christmas სხვადასხვა სიმფონიური ორკესტრის რეპერტუარშიც გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საშობაო ჰიტი უამრავი ფილმის საუნდთრექია, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია, „მარტო სახლში 2: ნიუ იორკში დაკარგული“. ეს ვერსია ალან ჯექსონმა ჩაწერა.

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად მცირეწლოვან ბავშვებს ყველაზე მეტად, ლედი ანტაბელუმის ნამღერი მოსწონთ. როგორც ამბობენ ამ ვერსიის პოპულარობა საშობაო სიმღერაზე გადაღებულმა კლიპმა განაპირობა. მუსიკალური ვიდეოს გმირი პატარა ბიჭია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ახალ წელს ყველა ნატვრა აუხდეს.

A holly jolly christmas ისეთმა ვარსკვლავებმა იმღერეს, როგორებიც არიან: ჰარი კონიკ ჯუნიორი, aidina menzeli, მაიკლ ბუბლე, ფეით ჰილი და მრავალი სხვა.

გიამბობდათ ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=f54wVlAM9jk

https://www.youtube.com/watch?v=j3zc_Enk1ME

https://www.youtube.com/watch?v=c-E16Udav7M