LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ურუშაძის ექსკლუზიური კომენტარი „მანდარინები“–ს მორიგ წარმატებაზე

Gaudí Awards-ზე ფილმმა “მანდარინები” საუკეთესო ევროპული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. “ავიღეთ „საუკეთესო ევროპული ფილმი“ ბარსელონაში – Gaudi Award”.

რადიო „ფორტუნა“–ს წამყვანი ნიკა კაცია გადაცემა „ლიმონის“ ფარგლებში რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა და დეტალებზე ესაუბრა.

ზაზა ურუშაძე : ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ფილმი გადაღებულია 2013 წელს და აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ავიღეთ კიდევ ერთი – ესპანეთის კინოაკადემიის ჯილდო. ყოველ წელს კინოაკადემია საუკეთესო ესპანურ და ამავდროულად საუკეთესო ევროპულ ფილმს არჩევს. აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში სულ 4 ფილმი იყო წარდგენილი და საუკეთესო ევროპული ფილმი – „მანდარინები“ გახდა.  სამწუხაროდ, დაჯილდოების ცერემონიაზე ვერ წავედი და მას პირდაპირ ეთერში ვუყურე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  როგორც იცით, „ოსკარების“ შემდეგ სახელმწიფომ გადმოგვცა თანხა, რომლითაც 1 მაისს ახალი ფილმის გადაღებას დავიწყებთ.

 

გადაცემის ჩანაწერი