LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადებული ავიარეისის გამო, ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სასტუმროებში გადაანაწილეს

47

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადადებული ავიარეისის გამო, ბარსელონაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ესპანურმა მხარემ შესაბამის მაღალი დონის სასტუმროში გადაანაწილა, ავიაკომპანიის პარტნიორ ჯგუფთან კი მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

მომხდარის შესახებ საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია და თავიდანვე ჩართულია საკითხის მოგვარებაში.

“საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და თავიდანვე ჩართულია საკითხის მოგვარებაში. აქვს კომუნიკაცია ესპანეთის შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე, ავიაკომპანიის პარტნიორ ჯგუფთან. საქართველოს ყველა მოქალაქე დაბინავებულია ესპანეთის მხარის მიერ მაღალი დონის სასტუმროში – ერთი ჯგუფი ბარსელონას ცენტრში და მეორე ბარსელონასთან ახლოს. სამწუხაროდ, საქართველოს 2 მოქალაქეს აქვს პრეტენზია და ითხოვენ ცენტრში გადმოსვლას, მაგრამ ამას არეგულირებს ესპანური მხარე და ამაში საკონსულო ვერ ჩაერევა,“ – აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისი, რომლითაც საქართველოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოქალაქეები საქართველოს საკონსულოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები