LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფიცულ რკინიგზელებს დღეს კიდევ 20-მდე ადამიანი შეუერთდება

40

დღეიდან გაფიცულ რკინიგზელები ფართომასშტაბიანი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

როგორც „ფორტუნას“ რკინიგზის ახალი პროფკავშირების  ხელმძღვანელმა, ვიტალი გიორგაძემ, განუცხადა, 18:00 საათზე მოშიმშილე რკინიგზელებს მათი კოლეგები სხვადასხვა რაიონიდან სოლიდარობას გამოუცხადებენ და შიმშილობას შემოუერთდებიან.

„ამ წუთში 10 ადამიანი შიმშილობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ  გრძელდება შიმშილობა. დღეს 6 საათზე შემოუერთდებიან სხვადასხვა რაიონებიდან, ჯამში 20-30 ადამიანი ვიქნებით. ზოგი მათგანი გათავისუფლებული თანამშრომელია, ზოგი კი მოდის მხარდაჭერის გამოსახატად,“ – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ.

გაფიცული რკინიგზელების მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლებული 2 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა და ასევე, ითხოვენ, თანამდებობა დატოვოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვასილ ხორავამ.

ვიტალი გიორგაძის თქმით, ისინი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები