LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალერია თბილისი პარკინგის ფასს 4 ლარამდე აღარ გაზრდის

2039

გალერია თბილისის პარკინგის საფასური 4 ლარამდე არ გაიზრდება. სავაჭრო ცენტრმა, მომხმარებლების უკმაყოფილება გაითვალისწინა და დაანონსებული სიახლე შეცვალა.

26 იანვრიდან, 1 საათიანი პარკინგის საფასური 4 ლარის ნაცვლად 2.5 ლარი იქნება (დღის საათებში) ხოლო ღამის საათებში 1 ლარი.

ამასთან, ერთ საათამდე გაიზრდება უფასო პარკირების დრო.

“გალერია თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ავტოსადგომით სარგებლობის პირობების ცვლილების თაობაზე”, – განუცხადეს “ფორტუნას” გალერია თბილისში.

რაც შეეხება ზოგადად გადაწყვეტილებას, უფასო ავტოსადგომზე ფასების დაწესების შესახებ, ამის მიზეზად სავაჭრო ცენტრის პრესსამსახურში პარკინგის მოწესრიგებას ასახელებენ/

“გახსნის დღიდან პარკინგი არის უფასო. გადატვირთულობის გამო, ძალიან გართულებულია აქ შემოსვლა, რადგან ძალიან დიდი დროით აჩერებენ ავტომობილებს როგორც სავაჭრო ცენტრის მომხმარებლები, ასევე მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდება”, – განუცხადეს “ფორტუნას” გალერია თბილისის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, გუშინ დილით ცნობილი გახდა, რომ გალერეა თბილისი ავტოსადგომი ფასიანი ხდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები