LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამგებლების 168 წარმომადგენელი შრომით ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს -TI-ის განცხადება

59

სამეგრელოზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 2017 წლის ივნისი-ივლისში საშტატო ნუსხებიდან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (ე.წ. სოფლის რწმუნებული/გამგებელი) პოზიცია იქნა ამოღებული, ამ პოზიციებზე მომუშავეებთან კი შრომითი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული.

ამის შესახებ ინოფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამგებლების 168 წარმომადგენელს შეეხო.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტში. მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამოა,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოფლებში გამგებლის წარმომადგენლის სამოქალაქო ხელშეკრულებაზე გადაყვანა გაზრდის მათი პოლიტიზების რისკებს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კუთხით.

“აქამდე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლები დანიშნული იყვნენ საჯარო კონკურსის მეშვეობით უვადოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში მათ უმრავლესობას ატესტაციაც ჰქონდა გავლილი. შრომითი ხელშეკრულებით მათი დასაქმებისას, კი ისინი დაინიშნებიან გამარტივებული კონკურსით (რაც მხოლოდ გამგებელთან გასაუბრებას შეიძლება გულისხმობდეს), ხოლო ხელშეკრულება იქნება ვადიანი, რომლის გასვლისას მისი გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნება შესაძლებელი,” – განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ვარაუდებსა და ეჭვებს ადასტურებენ თავად გამგებლის წარმომადგენლებიც.

“ცვლილების განხორციელების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაუკავშირდა გამგებლის რამდენიმე წარმომადგენელი ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან. მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებისათვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება, მათი ვარაუდით, დამოკიდებული იქნება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება წარმომადგენლებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის განხორციელების მიზნით იქნება გამოყენებული. ეს პირები საჯარო საუბრისგან თავს იკავებენ,” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები