LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრი ქართველი პირველად გახდა!.. – „ეს ადამიანები ტაშს მე კი არა, საქართველოს უკრავდნენ…“

193

საქართველის წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ ასოციაციაში ქართველი წევრი იქნება.

გვანცამ ეს სასიამოვნო სიახლე „ფეისბუქზე“ გააზიარა და დაწერა:

„სულ რამდენიმე წუთის წინ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად ამირჩიეს. გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის 76 გამომცემლიდან, 57-მა ხმა საქართველოს, 19-მა კი ჩემს კონკურენტ, ბრაზილიელ გამომცემელს მისცა. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს ვაცნობიერებ, რა ხდება ჩემს თავს. უბრალოდ, მგონი, მართლა ისტორიული ამბავია, პირველად საქართველო მსოფლიო ასოციაციის უმაღლეს ორგანოში! დღეს ეს ადამიანები ტაშს მე კი არა, საქართველოს უკრავდნენ, რომელმაც მიუხედავად ყველაფრის ამდენი მომცა და ამდენი შემაძლებინა. დღეიდან შემეძლება უმაღლესი დემოკრატიული ღირებულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავიცვა.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი უწყებაა, ლობირებს და აერთიანებს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე 76 ორგანიზაციას. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია IPA-ს წევრი 2007 წელს გახდა“.

პ.ს. მასალაში გამოყენებულია გურამ მურადოვის ფოტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები