LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

80

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ნ.ა. 24 ივლისს, ახალციხეში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები