LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი ლევან კალანდაძის ოჯახმა პირველი კომენტარი გააკეთა

65

სავარაუდოდ, ნარკოტიკ “მეფედრონით” გარდაცვლილი ლევან კალანდაძის ოჯახის წევრები პირველ კომენტარს აკეთებენ. დაღუპულის დის განმარტებით, ქვეყანაში ლეტალური ნარკოტიკია შემოსული, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს. აღნიშნულზე მან “ქრონიკასთან” ისაუბრა.

არ ვიცი რა მოხდა ზუსტად, იპოვა მეუღლემ და მეგობარმა სახლში. ეძინა და ძილში რაღაც მოხდა, გული გაუჩერდა. რადგან იყიდება, ის მაინც გააკონტროლონ რა იყიდება. ბოლო 10 დღეში მე ვიცი მარტო 6 კაცი, ვინც გარდაიცვალა, ზოგი კომაშია,”- ამბობს გარდაცვლილის და.

გარდაცვლილის მეგობარი ბექა ჩხაიძე ამბობს, რომ ისინი ნარკოტიკს არ მოიხმარდნენ.

“არც ლევანი და არც კახა მომხმარებლები არ იყვნენ. არ ვიცით რა ხდება და იმედია, ყველაფერი დადგინდება. შხამია შემოსული. ერთხელ წელიწადში ადამიანი სადღაც წავიდა და რაღაც მიიღო, ესეც გასარკვევია, რა მიიღო, ფაქტია, რაღაც უბედურებაა შემოსული. ფაქტია, ორმა ადამიანმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა,” – ამბობს ბექა ჩხაიძე.

გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები