LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავლენიანებზე“ დროს ნუ დაკარგავთ, ეგეთი კაცი ჩვენთან ერთია… “- რჩევები Chanel-ს

125

სოციალური ქსელის მომხმარებელი ხათუნა საგანელიძე რჩევებს აქვეყნებს იმ შემთხვევისთვის, თუ “შანელი” საქართველოში შემოსვლას გადაწყვეტს.

მის მიერ შედგენილი სახალისო წესების ხუთეული ასე გამოიყურება:

“ემანდ თუ როდესმე ჩვენ ქვეყანაში შემოსვლა გადაწყვიტოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

  1. ნინი ბადურაშვილი გახსნაზე არ დაპატიჟოთ, ეგ გოგო „ცნობილი“ კია, მაგრამ უფრო სვეტი გოგოებიც არსებობენ და იმათ ყბაში ნუ ჩავარდებით. ნინა წკრიალაშვილი საერთოდ მიშისტია, იცოდით ეგა?
  2. „გავლენიანებზე“ დროს ნუ დაკარგავთ, ეგეთი კაცი ჩვენთან ერთია და ეგეთ ამბებზე არ დადის.
  3. გზა არ გადაკეტოთ ისე როგორც ეგ კუბაში ქენით, თორე კარიბის ზღვის კრიზისი მონაგონი იქნება, იმისთანას დაგმართებთ.
  4. ჩანთებს ნუ ჩამოზიდავთ. ვაფშე ყველა გოგომ ვიცით სტამბულში უმაგრესი დირკა, 100$ ვყიდულობთ შანელებს. #რაშავქვად გვინდა თქვენები? მაგეებით მოვალთ.
  5. კაცების კოლექცია ფრთხილად შეარჩიეთ ,ჩოხების ქვეყნიდან არიან ჩვენი კაცები. ძლივს ქართული მარში შემოგვეშალა და ნუ გააღიზიანებთ.

ბალენსიაგასაც იგივე გადაეცით. ეგ ჩვენებური ბიჭია და ეგრევე გაიგებს.

P.S H&M-ს კიტოვანი დახვდა რუსთაველზე ტანკით და რა ვიცი,გაფრთხილებთ, ჩემმა მზემ”, – წერს საგანელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები