LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალური აუდიტორის მოადგილე, ნინო ლომჯარია, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

30

აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო. გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

ლომჯარიას თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ძველი კადრი გააგრძელებს მუშაობას, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.

მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ “კურიერთან”.

თანამდებობას ტოვებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კიდევ ერთი მოადგილე დევი ვეფხვაძე. ვეფხვაძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები