LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც იგეგმება

82

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც იგეგმება.  ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის,  იოსებ ჩხიკვიშვილის,  ინფორმაციით,  გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეებს აბრუნებენ უკან, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიცემაზე.

გუშინ, 20 თებერვალს, საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს გერმანიიდან, თუმცა, გენერალური კონსულის განმარტებით,  აღნიშნულ რეისზე მყოფი პირების ნაწილი ისლანდიიდან იყო დეპორტირებული:

“რაც შეეხება უფლებების დარღვევას, არ ვიცი, ჩემთან ეს ინფორმაცია არ შემოსულა. არავის არ მოუმართავს ამ კუთხით. რეისს ყოველთვის დაჰყვება ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი. თუ გერმანიის მთავრობამ პირს უარი უთხრა თავშესაფარზე, მაშინ ის ექვემდებარება დეპორტაციას. 21 მარტს კიდევ ერთი დეპორტაცია იქნება. ჩვენ ვცდილობთ მათი სიის მიღებას, მაგრამ გერმანული მხარე არ არის ვალდებული, რომ მოგვაწოდოს,” – განაცხადა იოსებ ჩხიკვიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრიოს ინფორმაციით, ევროკავშირის სივრცეში სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის გერმანია საქართველოს 65 მოქალაქეს დაატოვებინეს .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს,  ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლე ვადიანი – 90-დღიანი ვიზიტით, შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები