LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მელანია ტრამპმა მეუღლესთან ერთად დავოსში ვიზიტზე უარი თქვა

58

მელანია ტრამპი დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ პირველი ლედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სტეფანი გრიშმა განაცხადა და მიზეზად საორგანიზაციო სკითხები დაასახელა. დასავლური მედია კი ამტკიცებს, რომ  დავოსში მელანია ტრამპის ვიზიტის გაუქმება პორნოვარსკვლავისა და მსახიობის, სტორმი დანიელის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ამტკიცებს, რომ 2006-დან 2010 წლამდე პრეზიდენტ ტრამპთან რომანი ჰქონდა. ამ პერიოდში დონალდ ტრამპი მელანიაზე იყო დაქორწინებული.

Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მსახიობსა და და პორნოვარსკვლავს არჩევნებამდე დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარი გადაუხადა, თუმცა მედიაში სტენორგამა მაინც მოხვდა. ამ მოვლენებს დაერთო მაილ ვოლფის წიგნის გამოსვლაც, რომელმაც თეთრ სახლში ტრამპების კონფლიქტზე გაამახვილა ყურადღება. წიგნში „ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპის თეთრი სახლის შიგნით“ ავტორმა ისაუბრა იმაზე, რომ პრეზიდენტსა და პირველ ლედის ცალ-ცალკე საძინებლები აქვთ, რაც მოგვიანებით მელანიას პრესსამსახურმა უარყო.

 

https://edition.cnn.com/2018/01/22/politics/melania-trump-davos/index.html

http://www.spletnik.ru/buzz/love/80485-melaniya-tramp-otmenila-uchastie-v-poezdke-muzha.html

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები