LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღიმილით ცხოვრება: რა გავლენას ახდენს ოპტიმიზმი ჯანმრთელობაზე

436

ხშირად, საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ ჩვენი აზრების და შინაგანი განწყობის ძალას. არადა, ფსიქიკური და ფიზიკური სტაბილურობის შენარჩუნებას სწორედ პოზიტიური განწყობა უწყობს ხელს. სხვათაშორის, იგივეს ამტკიცებენ მეცნიერებიც.

2004-2012 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და 58-დან 83 წლამდე ქალბატონების ჯანმრთელობის ისტორია შეისწავლეს. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ჯერ საკუთარი ოპტიმიზმის 24-ქულიანი სისტემით შეფასება შესთავაზეს, მერე კი, რვა წელი აკვირდებოდნენ, თუ რამდენად იყო დამოკიდებული ჯანმრთელობა მათ განწყობასა და აზროვნებაზე.

კვლევამ გამოავლინა, რომ ოპტიმისტურად განწყობილ მოხალისეებს ნაკლებად ჰქონდათ სიმსივნის, გულის დაავადებათა განვითარების რისკი და შედარებით დიდხანს ცოცხლობდნენ.

ექპერიმენტის მსვლელობისას 4 566 გარდაცვალება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთა შორის თითქმის არცერთი იყო  ოპტიმისტთა ჯგუფიდან. მეცნიერების განცხადებით, ექსპერიმენტების შედეგებზე ნაკლებად იმოქმედა ქორწინებამ, ფინანსურმა მდგომარეობამ და გენეტიკურმა დაავადებებმა. გამომდინარე აქედან, ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ მთავარია მივეჩვიოთ პოზიტიურად აზროვნებას, რადგან სწორედ განწყობა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

„დღეს ჯანდაცვის ორგანიზაციები დაავადებებს მხოლოდ მედიკამენტებით ებრძვიან. არადა, ოპტიმისტური განწყობა ბევრად უფრო ეფექტური მკურნალია, ვიდრე ნებისმიერი სახის პრეპარატი, რადგან როცა ადამიანი პოზიტიურზე ფიქრობს და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევეს, ნაკლებად განიცდის სტრესს, დეპრესიას და გამომდინარე აქედან ნაკლებად ავადდება სერიოზული დაავადებებით“, – აღნიშნა ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა, სოციოლოგმა ერიკ კიმმა.

ფსიქოლოგი ნიკ იექსი კი, პოზიტიური განწყობის შენარჩუნების მარტივ რეცეპტს გვთავაზობს: „გამოიყენეთ ხუთივე გრძნობა (მხდველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება) გარემოს და ცხოვრების აღსაქმელად, ხშირად გამართეთ საკუთარ თავთან კონსტრუქციული დიალოგი, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გუნება-განწყობას, დაასუფთავეთ თქვენი ოთახი, სამუშაო ადგილი და იფიქრეთ წარმატებაზე“.

ერთი სიტყვით, გაიღიმეთ, იფიქრეთ სასიამოვნოზე და პოზიტიური შედეგიც არ დააყოვნებს!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები