LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი მომავალი რძლის შესახებ: „ახალი წელი ნიშნობით დამეწყო…“

900

გიო ხუციშვილი „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში შვილის, ზუკა ხუციშვილის ნიშნობაზე საუბრობს, რომელიც ამ წლის დასაწყისში შედგა. ხუციშვილების ოჯახი ქორწილისთვის ემზადება, რომელიც აშკარაა, ნამდვილა კონცერტად გადაიქცევა. მართალია, ზუკა აღარ მღერის და სხვა პროფესიას მიჰყვება, მაგრამ ალბათ, საკუთარ ქორწილში მაინც იმღერებს.

როგორც გიო ხუციშვილი ამბობს:

„ზუკა რაღაცებს ხანდახან მღერის, მაგრამ სხვა პროფესია აირჩია, დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. თავის პროფესიას მიჰყვება და სერიოზულად უყურებს ამ საქმეს“.

მომღერლის თქმით, შვილის დაოჯახებით ძალიან გახარებულია:

„ბედნიერი წელი დამეწყო. ზუკამ ახლა სთხოვა ხელი გოგონას. ძალიან მიხარია, რომ წელს ალბათ, ქორწილსაც გადავიხდით. ჩემი სარძლო ქეთი მანიჟაშვილია, ძალიან საყვარელი გოგოა, რომელიც ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ახალი წელი ნიშნობით დამეწყო. ჩემთვის მაგარი წელი იქნება!..“ ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები