LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-სა და ამერიკელ ხალხს  ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

136

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-სა და ამერიკელ ხალხს  ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.  საზეიმო მიღებაზე მან ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამერიკა იყო და არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ მხარდაჭერის დემონსტრირებაა ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან ასეთ მოკლე პერიოდში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც ქართული მხარე მოუთმენლად ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები