LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Golden State Warriors-ის თამაშზე ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშოები დარიგდება

56

20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, ქართელი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულაის სახელობის სათამაშო “Bubble Head” დარიგდება.

ინფორმაციას თავად სპორტსმენი ავრცელებს და ამბობს, რომ ამავე თამაშზე ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

ზაზა ფაჩულია მადლობას უხდის NBA-ს იმისთვის, რომ ქართულ სიმღერას უამრავი კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს.

“დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას”, – წერს ფაჩულია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები