LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში აქციის მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა

50

გორის საკრებულოს შენობასთან აქციაზე აფხაზეთიდან ერთ-ერთმა დევნილმა, ვიტალი გამხუაშვილმა, თვითდაზიანება მიიყენა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დევნილი ოჯახები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებს აპროტესტებენ.

გორში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების უსამართლოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ სიაში იყვნენ, თუმცა საცხოვრებელი ფართით ვერ დაკმაყოფილდნენ. დევნილები გორის გამგეობის შენობაში არიან.

შენობასთან დაცვის პოლიციაა მობილიზებული. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია დღეს საჩივრებს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები