LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეთ პელთროუს თეთრი პენტჰაუსი 12 მილიონად იყიდება (ფოტო)

75

მას შემდეგ, რაც 14 მილიონად შეფასებულ პენტჰაუსს მყიდველი არ გამოუჩნდა, ოსკაროსანმა გვინეთ პელთროუმ გადაწყვიტა, ნიუ-იორკში მდებარე სახლი 12 მილიონ დოლარად გაყიდოს. სახლი მსახიობმა 2007 წელს შეიძინა და მასში ის ყოფილ მეუღლესთან, კრის მარტინთან ერთად ცხოვრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი ახლადგარემონტებულია, Realty Today წერს, რომ ფასი მაინც საკმაოდ დიდია. სახლის დიზაინზე საუკეთესო სპეციალისტებმა იმუშავეს და 370 კვადრატული მეტრის ფართი მთლიანად შეცვალეს. პენტჰაუსის იატაკი თეთრი ფერისაა, აქაა დიდი ქვის კედლები, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, ტერასა და რამდენიმე საძინებელი. ავეჯი კი კედლებშია ჩაშენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები