LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰავაიზე ვულკანი ამოიფრქვა – ევაკუირებულია 2000 ადამიანი

115

ჰავაის დიდი კუნძულიდან ვულკანი ამოიფრქვა – ევაკუირებულია დაახლოებით 2000 ადამიანი. დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ამოფრქვეულმა ლავამ ხუთი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და მომყოლი აირების შესუნთქვა სიახლოვეს დარჩენილი ადამიანებისთვის საზიანოა.

ვულკანის ლავა 70 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ამოიფრქვა და ავტომაგისტრალზე, რომელიც ვულკანის ყელიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ახალი ნაპრალები გაჩნდა. ამის შესახებ ჰავაის ვულკანების შემსწავლელმა ორგანიზაციამ განაცხადა.

https://www.facebook.com/ABCNews/videos/10157213745868812/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები