LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HBO–მ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

79

ტელეარხმა HBO თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა და სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი ტრეილერი წარუდგინა. თითქმის 2 წუთიან ვიდეოში შესაძლებელია იმ ზოგადი კადრების ნახვა, რომელიც სრულად 16 ივლისს გამოვა.

ტრეილერი სერსეი ლანისტერის კადრით იწყება, რომელიც წითელ ციხესიმაგრეში, როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელად გამოიყურება. ახალ სეზონში ზამთარი დადგა, სერსეის შესაბამისად დიდი ბეწვის მოსასხამი აცვია. ვიდეოში ასევე ჩანან სხვა მთავარი პერსონაჟებიც: არია სტარკი, ტარიონ ლანისტერი, დაენერის ტარგარიენი, ჯონ სნოუ, სანსა სტარკი და მელისანდრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროექტის ახალი სეზონის მოკლე თიზერიც გამოქვეყნდა, სადაც აქცენტი ღამის მეფეზეა გაკეთებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები