LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი საქართველოში კონცერტებს გამართავს

38

მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი, პროექტის Made in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ჩამოდის და ქართველ მუსიკოსებთან ერთად სპეციალურ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს ქართველ მსმენელს.

კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება, 25 მაისს კონსერვატორიის დიდი დარბაზში, 26 მაისს- ვაკის პარკში, 27 მაისს- ლოპოტას ტბის დასასვენებელი კომპლექსში, 28 მაისს კი- თელავის თეატრში.

პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, “თიბისი ბანკი” არიან. პროექტი საქართველო-ჰოლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები