LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტი ყველას – მაგთიკომის მთავარი მიზანი და 20 წლის იუბილე

114

”მაგთიკომი” იუბილარია- 2017 წლის 22 სექტემბერს კომპანია 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ.

”დიახ, უკვე 20 წელია, რაც ჩვენ უზრუნველვყოფთ კავშირს თქვენს სამყაროსთან; ვაკავშირებთ ერს და ერებს; ვქმნით ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებს; ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე;  ვნერგავთ  ახალ ტექნოლოგიებს  უკეთესი  ცხოვრებისთვის  და  ვქმნით  პროგრესს, რომელიც ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის მომავალზე აისახება; ვუსწრებთ დროს იმისათვის, რომ მომზადებული შევხვდეთ მომავალს…  ჩვენ 20 წელია, რაც ქართულ საქმეს ვაკეთებთ!…

ჩვენ, ”მაგთის” 2800-კაციანმა გუნდმა და  ერთგულმა მომხმარებლებმა, ერთად შევქმენით ოცწლიანი საამაყო ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება!  და პირველ ეტაპზე გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროცესით: ინტერნეტი ყველას! დღეს ეს არის ”მაგთიკომის” მთავარი მიზანი. ის,  რისი  მნიშვნელობაც  არასოდეს  იცვლება  კაცობრიობის  ისტორიაში,  ადამიანებს  შორის კომუნიკაცია გახლავთ.

”მაგთიკომი” საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 3 მილიონზე მეტ  მომხმარებელს  სრულ  საკომუნიკაციო  მომსახურებას  სთავაზობს:  მობილურ  (მოიცავს მობილური  თაობების  განვითარების  ყველა  საფეხურს:  2G,  3G,  4G,  4.5G)  და  ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელიტურ და  IP ტელევიზიას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტმომსახურებას.

გვეამაყება,  რომ  უკვე  20  წელია  ერთგულად  უზრუნველვყოფთ  კავშირს  ადამიანებს  შორის  – საქმიანს, მეგობრულს თუ სასიყვარულოს“ – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღს ”მაგთიკომი” თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე იტალიელი მომღერლის, მარიო ბიონდის კონცერტით აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები