LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “ჩვენ შეიძლება გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე”

39

თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას,  ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები