LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე გენერალურ აუდიტორს 8 სექტემბერს დაასახელებს

32

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალურ აუდიტორს 8 სექტემბერს დაასახელებს. პარლამენტი კი  20 სექტემბრისათვის აირჩევს.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  გააკეთა.

ჩვენ ასარჩევი გვყავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი. კონსტიტუციის თანახმად, კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. პარასკევს, 8 სექტემბერს,  გენერალური აუდიტორის კანდიდატურას დავასახელებ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გენერალური აუდიტორი 20 სექტემბრისათვის დავამტკიცოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები