LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისთერნ ფრომოუშენსი“ ელტონ ჯონის კონცერტებთან დაკავშირებულ განახლებულ აჟიოტაჟს პასუხობს

89

„სოლოსა“ და „ისთერნ ფრომოუშენსის“ ორგანიზებით, 16,17 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე“, ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტების გამართვა იგეგმებოდა. სამწუხაროდ, მისი ბენდის გიტარისტს, ვოკალისტსა და სამხატვრო ხელმძღვანელს ხელზე მოულოდნელად ოპერაცია დასჭირდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაკერების ახსნა არ შეიძლებოდა. სწორედ ამის გამო ის ორი კონცერტი, რომელიც დაგეგმილი იყო, გადაიდო შემდეგი წლის ზაფხულისთვის.

დღეს დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით განახლებული აჟიოტაჟია შექმნილი. სხვადასხვა ინტერნეტსააგენტო წერს, რომ ელტონ ჯონმა მხოლოდ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გადადო და 22 სექტემბერს კონცერტი ავსტრალიაში გამართა, მისი ტურნე სხვა ქვეყნებში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ უკვე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუმცა კომპანიას ისევ დავუკავშირდით. როგორც „ისთერნ ფრომოუშენსში“ განგვიცხადეს:

„არანაირი სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით არ არის. კომპანიის დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ ზუსტად ახსნა მიზეზი, რატომ ვერ შეძლო ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტების გამართვა. ყველამ იცოდა, მათ შორის, ჩვენც, რომ ტურნე 22 სექტემბრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა, ჩვენ უფრო ახლო თარიღები იმიტომ ვეღარ მოგვცეს, რომ მუსიკოსს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, ამიტომაც გადავიტანეთ 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს. ჩვენ გამოგვიგზავნეს ექიმის ცნობა, სადაც დადასტურებული იყო, რომ ბენდის გიტარისტს ნაკერებს ვერ ხსნიდნენ იმ თარიღებში, როცა მათი კონცერტები საქართველოში უნდა შემდგარიყო. კონცერტები გადაიდო ამ ერთადერთი მიზეზით, ანუ მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ავსტრალიის კონცერტისთვის მას უკვე ახსნილი ჰქონდა ნაკერები…“

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტების ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია და „სოლო“ მათ იბრუნებს კიდეც, თუმცა დაბრუნებული ბილეთები ისევ ელვის სიწრაფით იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g