LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის 10 ყველაზე ლამაზი ფერადი ქუჩა

2607

ულამაზესი, განსხვავებული, უნიკალური და მომნუსხველი ფერადი ქუჩების პოვნა იტალიის ყველა ქალაქშია შესაძლებელი. ეს ქუჩები მნახველს მიმზიდველი არქიტექტურითა და იტალიური სულით აოცებს.

1. სპელოს ქუჩები

სპელო ძალიან პატარა, საყვარელი რეგიონია, რომლის არქიტეტურაც შუა საუკუნეებისა და რენესანსის ელემენტებს მოიცავს. ქალაქის უნიკალურობა მის ყველა კუთხეში იგრძნობა.

2. ბურანო, ვენეცია

ბურანო ვენეციის ლაგუნაში განთავსებული პატარა კუნძულია და ის ცნობილი თავისი ფერად-ფერადი ნაგებობებით გახდა.

3. კორსო სანტა ანასტასია, ვერონა

სანტა ანასტასიას ვიწრო ქუჩებში ანტიკური სული ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ეს სწორედ ის ქალაქია, რომლის ნახვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებელია.

4. ლიგურია

ლიგურიის ქუჩები ნამდვილი იტალიის განსახიერებაა და იტალიური სულის შეგრძნობაც ყველაზე უკეთ სწორედ იქ შეიძლება.

5. ამალფი

ამალფი ძალიან პოპულარული დანიშნულებაა და ყველაზე მეტი ადამიანი მას ზაფხულობით აკითხავს. ეს კი სანაპიროსა და განსაკუთრებულად ლამაზი გზების დამსახურებაა.

6. ალბერობელო, ბარის პროვინცია

თეთრი ქუჩებით ცნობილი ქალაქი გულგრილს არავის ტოვებს. მის ქუჩებში დაკარგვაც კი ძალიან სასიამოვნოა.

7. სორნო, ტოსკანა

სორნოს ქუჩა მთლიანად ყვავილებითა და მცენარეებითაა გაფორმებული, რაც მნახველის განწყობაზე არაჩვეულებრივად მოქმედებს.

8. მოლფეტა, პულია

მოლფეტას ქუჩები თანამედროვეობის და წარსულის არაჩვეულებრივი შერწყმაა და ისინი შთაბეჭდილებას ყველა მოგზაურზე ახდენენ.

9. კარუჯი, ლიგურია

კარუჯის ქუჩები კიბეებითაა სავსე, რაც ქუჩაში სეირნობას ერთ დიდ გამოწვევად აქცევს. თუმცა, არ იდარდოთ, დასახლებაში ძალიან ბევრი კაფეცაა, სადაც დასვენება და შემდეგ გზის გაგრძელებაა შესაძლებელი.

10. ბასიანო, ლაციო

ბასიანო იტალიის ლანდშაფტში შექმნილი პატარა ადგილია და მისი ქუჩები კლდეში ნაკვეთს გავს. ეს კი ბასიანოს მართლაც უნიკალურ დანიშნულებად აქცევს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები