LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეტ ქერდიყოშვილი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა

439

„მის საქართველო 2014“-მა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა ეს ზაფხული ზღაპრულ ვოიაჟში გაატარა. სოციალურ ქსელში მუდმივად დებდა ფოტოებს სხვადასხვა ცნობილი ტურისტული ადგილებიდან ევროპაში.

ახლა კი, როგორც რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურად გაუმხილა, სასწავლებლად გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ ქართველი მოდელი მილანში ჩავიდა, სადაც ცნობილ მარანგონის უნივერსიტეტში ისწავლის.

ჯანეტი:

რამდენიმე დღის წინ საზღვარგარეთ გავემგზავრე სასწავლებლად. მეორე უმაღლესს დავამთავრებ, მაგრამ სხვა სფეროში. ეს არის „ფეშენ დიზაინის“ ფაკულტეტი. ჩავაბარე მილანის მარანგონის უნივერსიტეტში. შემდეგ ვაპირებ, ამავე სფეროში გავიარო მაგისტრატურა ლონდონში.

რამდენხნიანია სწავლა?

მარანგონის უნივერსიტეტში სწავლა ერთწლიანია, ლონდონშიც ერთი წელი უნდა ვისწავლო.

ანუ დიზაინერობა გაქვს გადაწყვეტილი…

კი. კარგად ვხატავ და სულ მეუბნებოდნენ, ამ სფეროს რატომ არ გაჰყევიო. და აი, როგორც იქნა, ეს დროც დადგა (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები