LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი ოლივერმა და კამილა პარკერმა კულინარიულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს

287

კამილა პარკერმა კლარენს-ჰაუსის სამზარეულოში ორგანიზება საქველმოქმედო კამპანიას The Great Get Together გაუკეთა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შფ-მზარეული ჯეიმი ოლივერიც, რომელმაც ჰერცოგინიასთან კულინარიულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო.

ჯეიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დავალებას არაჩვეულებრივად გაუმკლავდა და ქაფქეიქები გააფორმა, ხოლო როდესაც თავის დავალებას კამილა პარკერი შეუდგა, მან აღიარა, რომ მზადება მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმის შედეგი ჰერცოგინიას შედეგს გაცილებით სჯობდა, ის ამ ფაქტმა არ დააღონა. „მე ჩემი, განუმეორებელი სტილი მაქვს“ , – ღიმილით ამბობდა იგი.

ღონისძიება The Great Get Together, რომელიც ყოველწლიურად კამილა პარკერის პატრონაჟით იმართება, წელს ზაფხულში შედგება. რამდენიმე ქალაქის ქუჩებში ყველა მსურველისთვის პიკნიკი მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები