LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკი ბეღურას ფორმაში გამოწყობილი ჯონი დეპი ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა

120

ახალი ფილმის გადაღებების პარალელურად ჯონი დეპი ქველმოქმედებით აქტიურად არის დაკავებული. ამ დღეებში მსახიობი ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა და პატარა პაციენტები ჯეკი ბეღურას ფორმაში გამოწყობილმა მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში მდებარე საავადმყოფოში – „Great Ormond Street Hospital“, 2007 წელს მისი ქალიშვილი, ლილი როუზ დეპი მწვავე ვირუსულ ინფექციას მკურნალობდა. შინ გაწერის შემდეგ, დეპმა სამედიცინო დაწესებულაში 2 მილიონი დოლარი გადარიცხა. მას შემდეგ კი, პერიოდულად, ის აღნიშნული საავადმყოფოს პატარა პაციენტების მოსანახულებლად დადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები