LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკი ჩანმა, სექსუალური ორიენტაციის გამო, შვილი სახლიდან გააგდო

456

ჯეკი ჩანის ქალიშვილი ეტა აცხადებს, რომ მამამ ის სახლიდან გამოაგდო. მიზეზი კი 19 წლის გოგონას სექსუალური ორიენტაციაა. მან ღიად აღიარა, რომ ლესბოსელია და საკუთარი მეგობარი გოგონა, 30 წლის ენდი ოტომი უყვარს.

ეტამ YouTube-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება, როგორ მიატოვეს ის ოჯახის წევრებმა, რის გამოც მას ხიდის ქვეშ უწევს ღამის გათენება. ცნობილი ხდება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გოგონები პოლიციაშიც აღმოჩნდნენ. მათ დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს და უსახლკაროთა თავშესაფარსაც მიმართეს.

საინტერესოა, რომ საკუთარი კარიერის მანძილზე ჯეკი ჩანმა უამრავი პრესტიჟული ჯილდო მიიღო და ერთ-ერთ ყველაზე შესმოსავლიან მსახიობთა სიას ლიდერობს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები